ავტორიზაცია

"მსოფლიოში მშვიდობისთვის ვლოცულობ", - რონალდუ რუსეთ-უკრაინის ომს გამოეხმაურა

"მსოფლიოში მშვიდობისთვის ვლოცულობ", - რონალდუ რუსეთ-უკრაინის ომს გამოეხმაურა
თარიღი 26 თებ 2022, 13:27

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრას ეხმაურება.

"ჩვენ შვილებს უკეთესი სამყარო უნდა შევუქმნათ. მსოფლიოში მშვიდობისთვის ვლოცულობ", - წერს სოციალურ ქსელში 37 წლის სუპერვარსკვლავი.

მოგეხსენებათ, რუსეთმა უკრაინას 24 თებერვალს ომი ოფიციალურად გამოუცხადა და უკვე მესამე დღეა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

მსოფლიოს ყველაზე დიდმა სახელმწიფომ უკრაინის თითქმის ყველა დიდ ქალაქს შეუტია და დედაქალაქის, კიევის აღებას ცდილობს.

აქვე შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიის 20% სწორედ რუსეთის მიერაა ოკუპირებული.