ავტორიზაცია

"არ გვინდა ომი!" - ჯანო ანანიძემ უკრაინას მხარი დაუჭირა

"არ გვინდა ომი!" - ჯანო ანანიძემ უკრაინას მხარი დაუჭირა
თარიღი 26 Feb 2022, 14:20

ბათუმის დინამოს ქართველმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ რუსეთ-უკრაინის ომში მხარი უკრაინას დაუჭირა.

29 წლის ნახევარმცველმა სოციალურ ქსელში სთორი გამოაქვეყნა.

"არ გვინდა ომი!" - აქვეყნებს ინსტაგრამზე ჯანო სთორის და ურთავს უკრაინის დროშას, რომლითაც ამ ქვეყანას მხარდაჭერას უცხადებს.

ჯანო ანანიძე მოსკოვის სპარტაკის ლეგენდად ითვლება. იგი რუსეთის დედაქალაქის გუნდში 10 წელზე მეტი თამაშობდა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის დილით შეიჭრა და საომარი მოქმედებები თვითნებურად დაიწყო. 

რუსეთი ოკუპანტია და მათ უკრაინის გარდა, საქართველოს ტერიტორიის 20% აქვთ ოკუპირებული.