ავტორიზაცია

"დიახ, ტექნიკური წაგებისთვის მზად ვართ", - პოლონეთის ნაკრები რუსეთთან თამაშზე უარს აცხადებს

"დიახ, ტექნიკური წაგებისთვის მზად ვართ", - პოლონეთის ნაკრები რუსეთთან თამაშზე უარს აცხადებს
თარიღი 26 Feb 2022, 15:09

პოლონეთის ნაკრების ფეხბურთელები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი ოფში რუსეთის წინააღმდეგ თამაშზე უარს აცხადებენ.

"ჩვენ, პოლონეთის ნაკრების ფეხბურთელებმა, ქვეყნის საფეხბურთო კავშირთან ერთად, გადავწყვიტეთ, რომ რუსეთთან გასამართ საფლეიოფო მატჩში მონაწილეობა არ მივიღოთ".

"ეს რთული გადაწყვეტილებაა, მაგრამ ცხოვრებაში ფეხბურთზე მნიშვნელოვანი რაღაცები არსებობს".

"ჩვენი ფიქრები უკრაინელ ხალხსა და ეროვნული ნაკრებიდან ჩვენს მეგობარ ტომაშ კენძერას უკავშირდება, რომელიც თავის ოჯახთან ერთად ჯერ კიდევ კიევშია", - წერია პოლონეთის ნაკრების ფეხბურთელთა განცხადებაში.

ფეხბურთელთა ამ განცხადებას გამოეხმაურა პოლონეთის ეროვნული გუნდის პრესსპიკერი, იაკუბ კვიატკოვსკი.

"განაცხადში ნათქვამია, რომ ტექნიკური წაგებისთვის მზად ვართ? დიახ, გადაწყვეტილება ფეხბურთელებთან ერთად მივიღეთ და რუსეთის წინააღმდეგ თამაშს არ ვაპირებთ", - თქვა კვიატკოვსკიმ.

დღეს, პოლონეთის საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელმა, სეზარ კულეშამაც დაადასტურა, რომ ეროვნული გუნდი რუსეთთან მატჩის ჩატარებაზე უარს ამბობს.

მოგეხსენებათ, 24 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყება ოფიციალურად გამოაცხადა.