ავტორიზაცია

"ვერ მოვიქცევით ისე, თითქოს არაფერი ხდება", - ლევანდოვსკიმ პოლონეთის ნაკრების გადაწყვეტილება შეაფასა

"ვერ მოვიქცევით ისე, თითქოს არაფერი ხდება", - ლევანდოვსკიმ პოლონეთის ნაკრების გადაწყვეტილება შეაფასა
თარიღი 26 Feb 2022, 15:23

მოგეხსენებათ, პოლონეთის ეროვნულმა ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფში რუსეთის წინააღმდეგ თამაშზე უარი განაცხადა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი და პოლონელთა კაპიტანი, რობერტ ლევანდოვსკი გამოეხმაურა.

"სწორი გადაწყვეტილებაა! ვერ წარმომიდგენია ეს მატჩი ასეთ სიტუაციაში, როცა უკრაინაში რუსეთის აგრესია გრძელდება".

"რუსი ფეხბურთელები და გულშემატკივრები ამაზე პასუხისმგებელნი არ არიან, მაგრამ ვერ მოვიქცევით ისე, თითქოს არაფერი ხდება", - წერს სოციალურ ქსელში 33 წლის სუპერვარსკვლავი.

დღეს, პოლონეთის საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელმა, სეზარ კულეშამაც დაადასტურა, რომ ეროვნული გუნდი რუსეთთან მატჩის ჩატარებაზე უარს ამბობს.