ავტორიზაცია

"მესის არ დაუმსახურებია", - პლატინიმ დაასახელა ფეხბურთელი, რომელსაც 2021 წლის ოქროს ბურთი უნდა მოეგო

"მესის არ დაუმსახურებია", - პლატინიმ დაასახელა ფეხბურთელი, რომელსაც 2021 წლის ოქროს ბურთი უნდა მოეგო
თარიღი 26 თებ 2022, 17:42

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და უეფას ყოფილმა პრეზიდენტმა, მიშელ პლატინიმ განაცხადა, რომ "პსჟ"-ს არგენტინელ შემტევს, ლიონელ მესის 2021 წლის "ოქროს ბურთი" არ დაუმსახურებია.

"ვინ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ჩემპიონატი? ჟორჟინიომ", - თქვა ვეტერანმა ფრანგმა La Gazzetta dello Sport-თა საუბრისას.

მოგეხსენებათ, გასულ წელს საფეხბურთო სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო მესიმ დაისაკუთრა, რომელმაც "ბაიერნის" პოლონელ ფორვარდს, რობერტ ლევანდოვსკის 33 ქულით აჯობა.

მესამე პოზიციაზე კი "ჩელსის" იტალიელი ნახევარმცველი, ჟორჟინიო გავიდა, რომელიც ლეოს 153 ქულით ჩამორჩა.

მოგეხსენებათ, მესიმ "ოქროს ბურთი" კარიერაში მეშვიდედ მოიგო, რაც რეკორდული მაჩვენებელია.