ავტორიზაცია

კანტეს სერიოზული მსურველი ჰყავს და ზაფხულში შესაძლოა ჩელსი დატოვოს — ბრიტანული მედია

კანტეს სერიოზული მსურველი ჰყავს და ზაფხულში შესაძლოა ჩელსი დატოვოს — ბრიტანული მედია
თარიღი 26 თებ 2022, 18:39

"ჩელსის" ჩამშლელი ნახევარმცველი, ნ'გოლო კანტე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა "პარი სენ ჟერმენში" გადაბარგდეს.

როგორც Goal.com-ი იტყობინება, The Telegraph-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, პარიზული კლუბი 30 წლის ფრანგის ტრანსფერის გაჩარხვას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეცდება.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა კანტეს "არისტოკრატებთან" მომდევნო წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მისი სატრანსფერო ფასი ამჟამად 50 მილიონ ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, გამოცდილი ნახევარმცველი ლონდონური გრანდის ღირსებას 2016 წლის ივლისიდან იცავს, მის სანაცვლოდ "ლესტერს" 36 მილიონი ევრო გადაუხადეს.

მიმდინარე სეზონში კანტემ "ჩელსის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 25 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.