ავტორიზაცია

"გასულ კვირაში მის შესახებ ვიკითხე", - ფაბრიციო რომანომ მანჩესტერში რონალდუს მომავალს ფარდა ახადა

"გასულ კვირაში მის შესახებ ვიკითხე", - ფაბრიციო რომანომ მანჩესტერში რონალდუს მომავალს ფარდა ახადა
თარიღი 26 თებ 2022, 18:45

გავლენიანმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ "მანჩესტერ იუნაიტედში" თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს მდგომარეობაზე ისაუბრა.

"კრიშტიანუ რონალდუს შესახებ გასულ კვირაში ვიკითხე და მივიღე პასუხი, რომ წასვლას არ აპირებს", - აცხადებს რომანო.

"იუნაიტედისთვის" იბრძვის. კაპიტნობაზე არ ფიქრობს, შედეგებზე ფიქრობს. სურს პროექტის ნაწილი იყოს".

"ამჟამად ახალი თავდამსხმელის შეძენასთან დაკავშირებული ჭორების გამო არ ეჭვიანობს. ისინი 100%-ით იყიდიან ახალ ფორვარდს, რანგნიკმა ეს უკვე თქვა. ბაზარზე უკვე მუშაობენ, რათა შესაბამისი ფეხბურთელი იპოვონ".

"ახალ თავდამსხმელს შეიძენენ, კრიშტიანუ კი არ ეჭვიანობს. იცის, რომ "იუნაიტედს" კიდევ ერთი შემტევი სჭირდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზაფხულში კლუბში დარჩება. ამ დროისთვის კრიშტიანუ კლუბისთვის არც პრობლემას წარმოადგენს და არც სირთულეს", - დასძინა ავტორიტეტულმა ჟურნალისტმა.