ავტორიზაცია

"შესაძლოა, ხალხი სხვა კრიშტიანუს ელოდა", - რონალდუმ მანჩესტერში დაბრუნების მიზეზებზე ისაუბრა

"შესაძლოა, ხალხი სხვა კრიშტიანუს ელოდა", - რონალდუმ მანჩესტერში დაბრუნების მიზეზებზე ისაუბრა
თარიღი 26 თებ 2022, 18:03

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ "ეშმაკუნების" რიგებში დაბრუნების შემდეგ თავისი თამაშით კმაყოფილია.

"სპორტინგიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლამ ჩემი ცხოვრება შეცვალა. ჩემს ცხოვრებაში "ემიუში" 36 წლის ასაკში დაბრუნებაც ძალიან სასიამოვნო მომენტი იყო, იმასთან ერთად, რომ მრავალშვილიანი მამა ვარ, ამდენი ტიტული მოვიგე, ვაჩვენე ყველაფერი, რაც შემეძლო, დავწერე გვერდი ფეხბურთის ისტორიაში".

"მაგრამ გარდა ამისა, მინდოდა "ემიუში" დავბრუნებულიყავი და საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ უმაღლეს დონეზე თამაში შემიძლია. ვფიქრობ, მოლოდინი გავამართლე. შესაძლოა, ხალხი სხვა კრიშტიანუს ელოდა. მაგრამ არა, ყველაფერი პირიქითაა".

"კარგად დავიწყე, გოლები გავიტანე, ძირითადად ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც თითქმის ყველა მატჩში მაქვს გოლები. თავს კარგად ვგრძნობ, სასიამოვნო იყო ამდენი წლის შემდეგ სახლში დაბრუნება. ჩემთვის ეს დიდი სიამაყე გახლდათ", - ციტირებს მანიკუნიანელთა სუპერვარსკვლავის სიტყვებს DAZN-ი.

შეგახსენებთ, 37 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი "ემიუმ" გასულ ზაფხულს ტურინის "იუვენტუსიდან" იყიდა.