ავტორიზაცია

კვარაცხელია: "სლუცკი მეუბნება, რომ მეტოქეები ფეხებში გამიზნულად მირტყამენ და ჩემს პროვოცირებას ცდილობენ"

კვარაცხელია: "სლუცკი მეუბნება, რომ მეტოქეები ფეხებში გამიზნულად მირტყამენ და ჩემს პროვოცირებას ცდილობენ"
თარიღი 26 Feb 2022, 18:57

ყაზანის "რუბინში" მოთამაშე ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა, ხვიჩა კვარაცხელიამ განაცხადა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი, ლეონიდ სლუცკი მას მეტოქის მხრიდან წამოსული პროვოკაციებისთვის ამზადებს.

– როგორ რჩევებს გაძლევს მწვრთნელი?

"ლეონიდ ვიქტოროვიჩს ხშირად ვესაუბრები. ყოველთვის ყურადღებით ვუსმენ და ბევრს ვსწავლობ მისგან. გამუდმებით მოითხოვს ჩემგან, რომ უფრო პროდუქტიული ვიყო და ჩემი თვისებები გავაუმჯობესო".

"როგორც მეუბნება, მეტოქეები ხშირად არ ერიდებიან ჩემთვის ფეხებში გამიზნულად ჩარტყმას, ცდილობენ პროვოკაციაზე წამომაგონ და ამისთვის მზად უნდა ვიყო".

"კვირაში მინიმუმ ორჯერ ველაპარაკები და მუდმივად რაღაც ახალს ვიგებ მისგან", - ციტირებს "რუბინის" ოფიციალური საიტი ხვიჩას სიტყვებს.