"გამაგრდი, უკრაინა!" - გიორგი მამარდაშვილმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა

ესპანური ლა ლიგის 26-ე ტურში მალიორკა საკუთარ მოედანზე ვალენსიასთან 0-1 დამარცხდა.
სტუმართა შემადგენლობაში აღნიშნულ მატჩში კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა, რომელმაც მიმდინარე სეზონში მეოთხე შემთხვევაში მოახერხა კარის მშრალად შენახვა.
მატჩის შემდეგ გიორგი მამარდაშვილმა სათამაშო მაისური გაიხადა, სადაც ჩანს წარწერა: "არა ომს უკრაინაში. გამაგრდი, უკრაინა!"
რუსეთმა უკრაინის მიმართ საომარი მოქმედებები 24 თებერვლიდან დაიწყო და ომი მას შემდეგ მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.