ავტორიზაცია

გიორგი წიტაიშვილმა უკრაინა დატოვა! ქართველი ფეხბურთელი საქართველოში მოდის

გიორგი წიტაიშვილმა უკრაინა დატოვა! ქართველი ფეხბურთელი საქართველოში მოდის
თარიღი 26 თებ 2022, 20:12

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა უკრაინა დატოვა და საქართველოში მოემგზავრება.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, ფეხბურთელმა უკრაინის საზღვრები დატოვა და მოლდოვაში გადავიდა, საიდანაც რუმინეთში გადავა, იქედან კი სტამბულში გაფრინდება, საბოლოო რეისი საქართველოს დედაქალაქი თბილისია.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ოდესის ჩერნომორეცის 21 წლის ნახევარმცველს ომის დაწყების პირველივე დღეს შეეძლო გუნდის დატოვება, თუმცა იგი თანაგუნდელებთან ერთად ოდესაში იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც ბიჭები საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ, გიორგი წიტაიშვილმაც მიიღო სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება.

რუსეთმა უკრაინის მიმართ საომარი მოქმედებები 24 თებერვლიდან დაიწყო და ომი მას შემდეგ მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.