ფოტო: "გამაგრდით ძმებო", - მამუკა გორგოძემ უკრაინას მხარდაჭერა გამოუთქვა
საქართველოს ლეგენდარულმა მორაგბემ მამუკა გორგოძემ „ინსტაგრამის" სოციალურ ქსელში უკრაინას რუსეთთან ომში მხარდაჭერა გამოუცხადა.
რუსეთმა უკრაინის მიმართ საომარი მოქმედებები 24 თებერვლიდან დაიწყო და ომი მას შემდეგ მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.