ავტორიზაცია

ალეგრი: "ვლაჰოვიჩს შეუძლია დიდებული კარიერა ჰქონდეს, მაგრამ რონალდუს ჯერ ვერ შევადარებთ"

ალეგრი: "ვლაჰოვიჩს შეუძლია დიდებული კარიერა ჰქონდეს, მაგრამ რონალდუს ჯერ ვერ შევადარებთ"
თარიღი 27 თებ 2022, 14:56

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ გუნდის თავდამსხმელი, დუშან ვლაჰოვიჩი ტურინელთა ექს-ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს შეადარა.

"ბებერი ქალბატონის" დამრიგებელმა აღნიშნული განცხადება სერია ა-ს 27-ე ტურში "ემპოლისთან" (3:2) მოგებული მატჩის შემდეგ გააკეთა, რომელშიც სერბმა დუბლი გაიფორმა.

"დუშანი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ძლიერი და ტექნიკური. ასეთი ფეხბურთელები არ გვყოლია", - აცხადებს იტალიელი სპეციალისტი DAZN-ის ეთერში.

"ჩვენს წინა "შვიდიანს" გამორჩეული კარიერა ჰქონდა, ამიტომაც მათი შედარება არ შეიძლება. ვლაჰოვიჩი ჯერ მხოლოდ თავისი გზის დასაწყისშია და ყველაფერი აქვს იმისათვის, რათა დიდებული კარიერა ჰქონდეს".

"იმისთვის, რომ უმაღლეს დონეზე დარჩე, საოცრად ძლიერი ადამიანი უნდა იყო ფსიქოლოგიის თვალსაზრისით", - დასძინა ალეგრიმ.