ავტორიზაცია

აბრამოვიჩი ჩელსის მფლობელად რჩება — რატომ გადასცა რუსმა ბიზნესმენმა კლუბის მენეჯმენტი საქველმოქმედო ფონდს?

აბრამოვიჩი ჩელსის მფლობელად რჩება — რატომ გადასცა რუსმა ბიზნესმენმა კლუბის მენეჯმენტი საქველმოქმედო ფონდს?
თარიღი 27 Feb 2022, 17:33

სახელგანთქმული რუსი ბიზნესმენი, რომან აბრამოვიჩი "ჩელსის" მფლობელად რჩება, წერს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

გავრცელებული ინფორმაციით, აბრამოვიჩი ლონდონურ კლუბს არ დაკარგავს. ყველა სამუშაო ასპექტს დირექტორი, მარინა გრანოვსკაია და პეტერ ჩეხი მიხედავენ, მათ შორის ახალ კონტრაქტებს, ტრანსფერებსა და ა.შ.

მოგეხსენებათ, აბრამოვიჩმა "ჩელსის" მენეჯმენტი საქველმოქმედო ფონდს გადასცა, კლუბის, მისი ხელმძღვანელობის, აგრეთვე ფეხბურთელების დასაცავად.

რუსმა ბიზნესმენმა ინგლისური კლუბი 2003 წელს, 140 მილიონ ფუნტად იყიდა. მისი ხელმძღვანელობის ქვეშ "არისტოკრატებმა" 21 ტიტული მოიგეს.