ოფიციალურად: რომან აბრამოვიჩმა ჩელსის მმართველის თანამდებობა დატოვა
ბოლო დროს შექმნილი ვითარების გამო, „ჩელსის“ მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა კლუბის დატოვება ოფიციალურად დაადასტურა.
„ჩელსის თითქმის 20-წლიანი მფლობელობის მანძილზე, ჩემი მთავარი საზრუნავი იყო, რომ კლუბი ისეთი წარმატებული ყოფილიყო, როგორიც დღეს არის და სამომავლო პერსპექტივებიც ჰქონოდა.
გადაწყვეტილებებს ყოველთვის გულით ვიღებდი იმის მიხედვით, თუ რა იქნებოდა კლუბისთვის უკეთესი და დღემდე ვინარჩუნებ ამ ხედვას. სწორედ ამიტომ, დღეს „ჩელსის“ დატოვების გადაწყვეტილება მივიღე და კლუბის მმართველობას „ჩელსის" საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლებს გადავცემ. მჯერა, რომ ეს საუკეთესო გამოსავალია კლუბის, ფეხბურთელების, თანამშრომლების და გულშემატკივრების ინტერესებიდან გამომდინარე.“ - წერია ოლიგარქის განცხადებაში.
როგორც განცხადებიდან ჩანს, აბრამოვიჩი კლუბის შესაძლო გაყიდვაზე ჯერ განცხადებას არ აკეთებს და ამ ეტაპზე მხოლოდ მმართველობის ვალდებულება ჩაიხსნა და კლუბს დროებით დირექტორთა საბჭო გაუძღვება.