ავტორიზაცია

Forbes: ჩელსის აბრამოვიჩის ვალი აქვს და შეიძლება გაკოტრდეს, რადგან საქმე მილიარდებს ეხება

Forbes: ჩელსის აბრამოვიჩის ვალი აქვს და შეიძლება გაკოტრდეს, რადგან საქმე მილიარდებს ეხება
თარიღი 26 Feb 2022, 16:00

"ჩელსის" კლუბის მფლობელ რომან აბრამოვიჩის ვალი აქვს, რომელიც საერთო ჯამში ორ მილიარდ დოლარს შეადგენს.

ასე და ამგვარად, თუ აბრამოვიჩი სანქციების შემთხვევაში სესხების დაბრუნებას მოითხოვს, "არისტოკრატები" მისთვის ამ თანხის გადახდას უბრალოდ ვერ შეძლებენ, წერს გავლენიანი გამოცემა Forbes-ი.

მოგეხსენებათ, რუსი მეწარმე ლონდონურ კლუბს 2003 წლიდან ფლობს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, აბრამოვიჩისგან "ჩელსის" შეძენა უცხოელ ინვესტორებს სურთ. თებერვალში მას ერთი შეთავაზება უკვე მიუვიდა.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ შეიძლება გარიგების მოწყობა, თუ დიდი ბრიტანეთი აბრამოვიჩს სანქციებს დაუწესებს. სანქცირებული პირები ვერ გაყიდიან ბრიტანეთის აქტივებს, რადგან ისინი გაიყინება.

როგორც ბრიტანელმა დეპუტატმა, კრის ბრაიანტმა განაცხადა, აბრამოვიჩი უკრაინაში მიმდინარე საომარ ქმედებებს საჯაროდ უნდა შეეწინააღმდეგოს, "თორემ ჩავთვლით, რომ კვლავ პუტინის დაქვემდებარებაშია".