ავტორიზაცია

"აბრამოვიჩს ჩელსი უნდა ჩამოერთვას", - ბრიტანელი პოლიტიკოსი

"აბრამოვიჩს ჩელსი უნდა ჩამოერთვას", - ბრიტანელი პოლიტიკოსი
თარიღი 25 Feb 2022, 12:22

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრის, კრის ბრაიანტის აზრით, რომან აბრამოვიჩს ლონდონის "ჩელსი" უნდა ჩამოერთვას. ინგლისელი პოლიტიკოსის აზრით, რუსს სანქციები უნდა დაუწესონ.

"აბრამოვიჩი კვლავ წარმოადგენს ბრიტანეთის მთავრობის ინტერესის სფეროს მისი რუსეთის მთავრობასთან კავშირის და იმის გამო, რომ ასოცირდება კორუფციულ საქმიანობასთან.

განხილული უნდა იქნეს აბრამოვიჩის მიერ ჩელსის მართვის დეტალები, აქტივები და ქონება. პირველი დონის ვიზის მფლობელები არ არიან დაკავებული ასეთი მავნებლური საქმიანობით", - ამბობს ბრაიანტი.

საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ აბრამოვიჩის საქმიანობას მართლაც შეეხება სანქციები როგორც ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ პირს.

შეზღუდვა ბრიტანეთში მყოფ რუსებს - სიაში ჩელსის მფლობელი, რომან აბრამოვიჩიც არის