შეზღუდვა ბრიტანეთში მყოფ რუსებს - სიაში ჩელსის მფლობელი, რომან აბრამოვიჩიც არის
რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომის გამო, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ პირებს, რომლებიც ამჟამად მათ ტერიტორიაზე იმყოფებიან სანქციები დაუწესა.
სიაში არის ლონდონის "ჩელსის" მფლობელიც, რომან აბრამოვიჩიც. მისი სახელი ფიგურირებდა ჩამონათვალში, რომელშიც მის გარდა 35 რუსი ოლიგარქი იმყოფება.
ზემოაღნიშნული სია რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსანდრ ნავალნიმ ბრიტანეთის მთავრობას გადასცა და ყველა მათგანის პუტინთან ახლო ურთიერთობა დაადასტურა.
Marca წერს, რომ აბრამოვიჩმა პუტინთან ახლობლობა კატეგორიულად უარყო. ბრიტანეთის პარლამენტმა ხსენებულ სიაში მყოფ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესა და ყველა მათგანს ქვეყნიდან გაძევება ემუქრება.