ავტორიზაცია

ოფიციალურად: მუნდიალის შესარჩევის ფლეი ოფში რუსეთთან თამაშზე უარი მესამე ქვეყანამაც თქვა

ოფიციალურად: მუნდიალის შესარჩევის ფლეი ოფში რუსეთთან თამაშზე უარი მესამე ქვეყანამაც თქვა
თარიღი 27 Feb 2022, 17:48

ჩეხეთის ეროვნული ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი ოფში რუსეთთან თამაშზე უარს აცხადებს.

"ჩეხეთის საფეხბურთო კავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 2022 წლის მუნდიალის შესარჩევზე ჩეხეთის ნაკრები რუსეთთან არავითარ შემთხვევაში არ ითამაშებს", - წერია განცხადებაში.

აქამდე, რუსების წინააღმდეგ თამაში პოლონეთისა და შვედეთის ნაკრებებმაც იუარეს.

მოგეხსენებათ, რუსეთმა უკრაინას 24 თებერვალს ომი ოფიციალურად გამოუცხადა და უკვე მეოთხე დღეა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

მსოფლიოს ყველაზე დიდმა სახელმწიფომ უკრაინის თითქმის ყველა დიდ ქალაქს შეუტია და დედაქალაქის, კიევის აღებას ცდილობს.

აქვე შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიის 20% სწორედ რუსეთის მიერაა ოკუპირებული.