ავტორიზაცია

"მანესა და სალაჰის შეცვლა მხოლოდ ამ ორ ფეხბურთელს შეუძლია", - ფაულერმა ლივერპულს რჩევა მისცა

"მანესა და სალაჰის შეცვლა მხოლოდ ამ ორ ფეხბურთელს შეუძლია", - ფაულერმა ლივერპულს რჩევა მისცა
თარიღი 27 Feb 2022, 18:31

"ლივერპულის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, რობი ფაულერმა მერსისაიდულ კლუბს სადიო მანესა და მოჰამედ სალაჰის შემცვლელები დაუსახელა.

ვეტერანი ინგლისელის აზრით, სენეგალელისა და ეგვიპტელის შეცვლა, რომლებსაც მოქმედი კონტრაქტების ვადა 2023 წელს ეწურებათ, მხოლოდ კილიან მბაპესა ("პსჟ") და ერლინგ ჰოლანდს ("დორტმუნდი") შეუძლიათ.

"როგორც "ლივერპულის" ნებისმიერ გულშემატკივარს, მინდა, რომ კლუბმა მოჰამედ სალაჰსა და სადიო მანეს ხელშეკრულებები გაუხანგრძლივოს. და, ბევრისგან განსხვავებით, მოლაპარაკებების არქონას ერთგვარ შეთქმულებად არ მივიჩნევ, მომავალ წელს ან უფრო ადრე მათი ახალგაზრდა ფეხბურთელებით ჩანაცვლების მიზნით".

"თუ სალაჰი და მანე ახალ კონტრაქტებს არ გააფორმებენ, შესაძლოა ზაფხულში გაყიდონ. შეძლებს ასეთ შემთხვევაში "ლივერპული" "მანჩესტერ სიტისთვის" კონკურენციის გაწევას? ვერა, თუ კილიან მბაპეს და ერლინგ ჰოლანდს არ იყიდის ამ მოთამაშეების შემცვლელად".

"თუმცა, რომელუ ლუკაკუს მაგალითი გვიჩვენებს, რომ ასობით მილიონიც კი არ იძლევა რაიმის გარანტიას".

"სალაჰი და მანე ტოპ ფეხბურთელებით უნდა ჩაანაცვლონ. მაგრამ თუ ისინი კიდევ მინიმუმ 5 წელი ითამაშებენ, როგორც იურგენ კლოპი ამბობს, მაშინ რატომ უნდა გააკეთონ ეს?", - ციტირებს ფაულერის სიტყვებს The Mirror-ი.