ავტორიზაცია

ლევანდოვსკი: "თუ ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში მესისთან მარცხდები, შეგიძლია თავი გამარჯვებულად ჩათვალო"

ლევანდოვსკი: "თუ ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში მესისთან მარცხდები, შეგიძლია თავი გამარჯვებულად ჩათვალო"
თარიღი 27 Feb 2022, 18:43

მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ "ოქროს ბურთზე" მორიგი განცხადება გააკეთა.

მოგეხსენებათ, 2021 წელს აღნიშნული ჯილდო "პსჟ"-ს სუპერვარსკვლავს, ლიონელ მესის გადაეცა, ხოლო 33 წლის პოლონელმა სუპერვარსკვლავმა მეორე ადგილი დაიკავა.

"თუ ლიონელ მესისთან მარცხდები და მეორე ადგილს იკავებს, შეგიძლია თავი გამარჯვებულად ჩათვალო".

"თუ ლიონელ მესის მადარებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ შესანიშნავი სეზონი ჩავატარე", - ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს Téléfoot-ი.

მიმდინარე სეზონში "ბაიერნის" ლიდერმა ყველა ტურნირზე ერთად 33 მატჩი ჩაატარა, 39 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.