ავტორიზაცია

"მხოლოდ ის მინდა, რომ გამარჯვებული გუნდის წევრი ვიყო", - კრისტენსენი საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა

"მხოლოდ ის მინდა, რომ გამარჯვებული გუნდის წევრი ვიყო", - კრისტენსენი საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა
თარიღი 28 თებ 2022, 10:53

"ჩელსის" მცველის, ანდრეას კრისტენსენის განცხადებით, სეზონის ბოლოს ლონდონური კლუბიდან წასვლა გარდაუვალი არ არის.

დანიელს "არისტოკრატებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება, მხარეები კი გახანგრძლივებაზე ჯერ კიდევ არ შეთანხმებულან.

"ჯერ კიდევ შეიძლება რაღაცის გაკეთება. ვიყო გამარჯვებული გუნდის წევრი - ეს არის ერთადერთი რამ, რაც მინდა", - ციტირებს 25 წლის უკანახაზელის სიტყვებს The Mirror-ი.

"რთული სიტუაციაა, ყველა მოლაპარაკება კლუბსა და ჩემს ბიჭებს შორის მიმდინარეობს. ვცდილობ შორს ვიყო, რადგან ფეხბურთზე მინდა ყურადღების გამახვილება. დანარჩენს ჩემს ბიჭებსა და კლუბს ვანდობ", - დასძინა კრისტენსენმა.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ანდრეასმა "ჩელსის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 26 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი გააკეთა.