40 წლის იბრაჰიმოვიჩი მომავალზე: "არ დავნებდები, სანამ მილანთან ერთად ტიტულს არ მოვიგებ"
"მილანის" თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი კარიერის შესაძლო დასრულების თემას შეეხო.
"ჩემი მომავალი ფეხბურთია, ჩემი სამყარო ფეხბურთია. ვწუხვარ, რომ ამჟამად ვერ ვთამაშობ და ეს დიდ ტკივილს მაყენებს, განსაკუთრებით ახლა, როცა გუნდს საქმე კარგად მისდის, თუმცა ბოლო ორ მატჩში ნაკლებად წარმატებულია".
"მოედანზე ყოფნა და გუნდის დახმარება მინდა. მას შემდეგ, რაც აქ მოვედი, დიდ პროგრესს მივაღწიეთ და ახლა მხოლოდ ერთი რამ გვაკლია: ტიტულები".
"ვიბრძვით და ვმუშაობთ ამისათვის, არ დავნებდები, სანამ ამ გუნდთან ერთად რაიმეს არ მოვიგებ", - ციტირებს ზლატანის სიტყვებს MilanNews-ი.
მიმდინარე სეზონში 40 წლის შვედმა სუპერვარსკვლავმა ყველა ტურნირზე ერთად "მილანის" მაისურით 19 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.