ავტორიზაცია

"რუსეთო, გაა*ვი!" - ხოჭოლავას თქმით, მისი ბოლო დღეები ჯოჯოხეთადაა ქცეული

"რუსეთო, გაა*ვი!" - ხოჭოლავას თქმით, მისი ბოლო დღეები ჯოჯოხეთადაა ქცეული
თარიღი 28 თებ 2022, 12:41

კოპენჰაგენის ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა სოციალურ ქსელში ბოლო დღეებში რუსეთ-უკრაინის საომარ მოქმედებებს გამოეხმაურა.

"ყველამ იცის, რომ არ ვარ ადამიანი, ვინც საკუთარ აზრს სოციალურ ქსელებში გამოხატავს, მაგრამ ბოლო 4 დღე რუსეთმა ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრებაში ჯოჯოხეთად აქცია. ჩემი ნათესავების და მეგობრების უმეტესობა ახლა ბომბების გამო თავშესაფარშია და არის შიში, რომ ხვალ ისინი თავიანთი ქვეყნის გარეშე დარჩებიან. მეორე ნაწილი, უკრაინის ჯარებთან ერთად და სხვა მამაც უკრაინელებთან ერთად იცავენ თავიანთ მიწას, ჩვენს მიწას! 

უკრაინავ, მოითმინე, ეს გამარჯვება ჩვენი იქნება! დიდება უკრაინას! რუსეთო, გაა*ვი," - წერს დავით ხოჭოლავა სოციალურ ქსელში.

საქართველოს ნაკრების მცველი 6 წელზე მეტი უკრაინაში თამაშობდა. ჯერ ოდესის ჩერნომორეცში, შემდეგ დონეცკის შახტარში. ამასთანავე, მისი მეუღლე უკრაინელია.

რუსეთმა უკრაინის მიმართ საომარი მოქმედებები 24 თებერვლიდან დაიწყო და ომი მას შემდეგ მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.