დეპაის ბარსელონას თამაში მოსწონს: "შემტევ, კომბინაციურ ფეხბურთს ვაჩვენებთ"

კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელმა, მემფის დეპაიმ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თამაში შეაფასა.
28 წლის ჰოლანდიელმა განცხადება ლა ლიგის ეგიდით "ბილბაოსთან" (4:0) გამართული მატჩის შემდეგ გააკეთა, რომელშიც გოლის გატანა მოახერხა.
"კამპ ნოუზე" დაბრუნებით გახარებული ვარ. თავდაუზოგავად ვმუშაობდი იმისათვის, რათა კვლავ გუნდთან ერთად ვყოფილიყავი".
"გუნდის თამაში მომწონს. ძალიან შემტევ, კომბინაციურ ფეხბურთს ვაჩვენებთ", - ციტირებს დეპაის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.
აღსანიშნავია, რომ მემფისი მინდორზე 12 იანვრის შემდეგ პირველად ვიხილეთ, აქამდე იგი ტრავმირებული გახლდათ.