სასწრაფო: უეფა ევროპა ლიგიდან სპარტაკს აძევებს, ლაიპციგი ავტომატურად 1/4-ფინალში გავა
გერმანული გამოცემა BILD სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს.
დღეს უეფა ევროპა ლიგიდან მოსკოვის „სპარტაკის“ დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილებას მიიღებს, რის შედეგადაც გერმანული „ლაიპციგი“ ¼-ფინალში ავტომატურად გადავა.
აღნიშნული გადაწყვეტილება უეფამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის და საომარი ქმედებების დაწყების გამო მიიღო. ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ არის დადასტურებული, თუმცა ხსენებული წყარო ამბობს, რომ უეფა ამას დღეს თავადვე გამოაცხადებს.
რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო სხვადასხვა საფეხბურთო ასოციაციებმა რუსეთის წინააღმდეგ თამაშზე კატეგორიული უარი უკვე განაცხადეს, კერძოდ კი პოლონეთის, ჩეხეთის, შვეიცარიის და შვედეთის ნაკრებებმა.