ფოტო: გრიზმანმა თავის FIFA Ultimate Team-ში მესი არ შეიყვანა

ანტუან გრიზმანი FIFA Ultimate Team-ის დიდი მოყვარულია და ცოტა ხნის წინ მან გამოაქვეყნა მისი უახლესი სასტარტო შემადგენლობის ფოტო. მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდს ორი თანაგუნდელი ჰყავს:
იან ობლაკი კარში და მარკოს ლიორენტე ნახევარდაცვაში. შეტევაში ორი ლეგენდაა: რონალდუ და ეტო'ო. როგორც ვხედავთ, ლიონელ მესისთვის ადგილი 11-ეულში ვერ მოიძებნა.