ავტორიზაცია

"ჩვენი ვარაუდით, მატჩები გაუქმდება", - ლაიპციგის პრეზიდენტმა სპარტაკის მოსალოდნელი დისკვალიფიკაცია ირიბად დაადასტურა

"ჩვენი ვარაუდით, მატჩები გაუქმდება", - ლაიპციგის პრეზიდენტმა სპარტაკის მოსალოდნელი დისკვალიფიკაცია ირიბად დაადასტურა
თარიღი 28 თებ 2022, 16:55

„ლაიპციგის“ პრეზიდენტმა ოლივერ მინტცლაფმა „სპარტაკის“ წინააღმდეგ ევროპა ლიგის მერვედფინალურ დაპირისპირებებზე ისაუბრა.

როგორც დღეს გერმანულმა Bild-მა დაწერა, უდიდესი ალბათობით უეფა „სპარტაკს“ ევროპა ლიგიდან ჩახსნის, რაც გერმანულ გუნდს პირდაპირ ¼-ფინალში გასვლის საშუალებას მისცემს.

„ასოციაციებთან მჭიდრო კონტაქტს ვინარჩუნებთ და უეფას და მის გადაწყვეტილებებს ბოლომდე ვენდობით. ჩვენ ვარაუდით, მატჩები გაუქმდება.“ - ციტირებს მინტცლაფის სიტყვებს გერმანული გუნდის პრესსამსახური.

რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო სხვადასხვა საფეხბურთო ასოციაციებმა მათი ნაკრების წინააღმდეგ თამაშზე კატეგორიული უარი უკვე განაცხადეს, კერძოდ კი პოლონეთის, ჩეხეთის, შვეიცარიის და შვედეთის ნაკრებებმა.