ავტორიზაცია

უკვე მეხუთე! რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშზე უარი კიდევ ერთმა ნაკრებმა განაცხადა

უკვე მეხუთე! რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშზე უარი კიდევ ერთმა ნაკრებმა განაცხადა
თარიღი 28 თებ 2022, 17:54

ირლანდიის ნაკრებმა რუსეთის წინააღმდეგ მატჩების ჩატარებაზე უარი თქვა.

უკრაინაში არსებული სიტუაციის გამო, უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ განცხადება გააკეთა.

„ჩვენი ფედერაცია სრულად და ულაპარაკოდ უცხადებს მხარდაჭერას უკრაინის ფეხბურთის ასოციაციას და ადასტურებს, რომ არცერთი ირლანდიური გუნდი, მოვლენების შემდგომ განვითარებამდე, რუსეთის წინააღმდეგ თამაშს არ აპირებს.

სოლიდარობის თვალსაზრისით, დღეს დუბლინის სტადიონზე, „ავივა-სტედიუმზე“ 19:00 საათზე უკრაინის განათდება.“ - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინას 24 თებერვლიდან ბომბავს, გუშინ ვლადიმერ პუტინი ბირთვული იარაღის ამოქმედებითაც კი დაიმუქრა. 

ირლანდია უკვე მეხუთე ნაკრები გახდა, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ თამაშზე უარი თქვა - აქამდე ეს პოლონეთმა, შვედეთმა, ჩეხეთმა და შვეიცარიამ გააკთეს.