ავტორიზაცია

VIDEO: "ის ბურთთან მაგიურია" - ბელგიელები მიქაუტაძის ლამაზ მოძრაობას აქვეყნებენ

VIDEO: "ის ბურთთან მაგიურია" - ბელგიელები მიქაუტაძის ლამაზ მოძრაობას აქვეყნებენ
თარიღი 28 თებ 2022, 18:24

ბელგიური იუპილერ ლიგის 29-ე ტურში ზულტე-ვარეგემი სერენს დაუპირისპირდა და 1-0 გაიმარჯვა.

სტუმართა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ქართველმა ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ, რომელსაც გუნდთან ერთად სამწუხაროდ საშინელი სერია აქვს. მე-4 შეხვედრაა სერენს გოლი არ გაუტანია.

ბელგიური იუპილერ ლიგის ოფიციალური გვერდი მეორე ტაიმში გიორგი მიქაუტაძის ლამაზ მოძრაობას ეხმაურება: "ქართველი ბურთთან ერთად მაგიურია".

მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძემ სერენის მაისურით 27-ჯერ ითამაშა, 12 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.