ავტორიზაცია

VIDEO: დანიელმა ფანებმა ხოჭოლავას უმღერეს - ქართველი მცველი ატირდა

VIDEO: დანიელმა ფანებმა ხოჭოლავას უმღერეს - ქართველი მცველი ატირდა
თარიღი 28 თებ 2022, 14:03

დანიური სუპერლიგის მე-19 ტურში ვიბორგი საკუთარ მოედანზე კოპენჰაგენს დაუპირისპირდა და მატჩი სტუმრებმა 0-2 მოიგეს.

მატჩის დაწყებამდე ორივე გუნდმა რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა და მათთან ერთად დროშა დავით ხოჭოლავამ გაშალა, რომლის მეუღლეს უკრაინელია. შეხვედრის შემდეგ ქართველმა მცველმა სოციალურ ქსელში განცხადებაც გამოაქვეყნა.

დაპირისპირების დასრულების შემდეგ კოპენჰაგენის გულშემატკივრებმა დავით ხოჭოლავას უმღერეს, რაზეც 29 წლის ცენტრალურმა მცველმა ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა.

საქართველოს ნაკრების მცველი 6 წელზე მეტი უკრაინაში თამაშობდა. ჯერ ოდესის ჩერნომორეცში, შემდეგ დონეცკის შახტარში. ხოჭოლავა კოპენჰაგენში 2021 წლის ზაფხულში გადავიდა.

რუსეთმა უკრაინის მიმართ საომარი მოქმედებები 24 თებერვლიდან დაიწყო და ომი მას შემდეგ მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.