ავტორიზაცია

რუსეთის საფეხბურთო კავშირი: "ფიფამ და უეფამ დისკრიმინაციული გადაწყვეტილება მიიღეს"

რუსეთის საფეხბურთო კავშირი: "ფიფამ და უეფამ დისკრიმინაციული გადაწყვეტილება მიიღეს"
თარიღი 28 თებ 2022, 22:56

რუსეთის საფეხბურთო კავშირმა (RFU) ფიფასა და უეფას ტურნირებიდან რუსეთის მოკვეთას დისკრიმინაციული გადაწყვეტილება უწოდა.

"რუსეთის საფეხბურთო კავშირი კატეგორიულად არ ეთანხმება ფიფასა და უეფას გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ყველა რუსულ გუნდს საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობა გაურკვეველი ვადით აეკრძალა".

"მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო შეჯიბრების ნორმებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება, აგრეთვე სპორტულ სულისკვეთებას. მას აშკარა დისკრიმინაციული ხასიათი აქვს და ზიანს მიაყენებს უამრავ სპორტსმენს, მწვრთნელს, კლუბებისა და ეროვნული გუნდების თანამშრომლებს და რაც მთავარია, მილიონობით რუს და უცხოელ გულშემატკივარს, რომელთა ინტერესებიც პირველ რიგში საერთაშორისო სპორტულმა ორგანიზაციებმა უნდა დაიცვან".

"მსგავსი ქმედებები ყოფს მსოფლიო სპორტულ საზოგადოებას, რომელიც ყოველთვის იცავდა თანასწორობის, ურთიერთპატივისცემის და პოლიტიკისგან დამოუკიდებლობის პრინციპებს".

"ჩვენ ვიტოვებთ უფლებას გავასაჩივროთ ფიფასა და უეფას გადაწყვეტილება სპორტის საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.