ავტორიზაცია

ოფიციალურად: ფიფამ და უეფამ რუსული კლუბები და ეროვნული ნაკრები ყველა ტურნირიდან მოკვეთეს!

ოფიციალურად: ფიფამ და უეფამ რუსული კლუბები და ეროვნული ნაკრები ყველა ტურნირიდან მოკვეთეს!
თარიღი 28 თებ 2022, 21:50

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ფიფამ და უეფამ რუსული კლუბები და აღნიშნული ქვეყნის ყველა ასაკობრივი ეროვნული ნაკრები ყველა ტურნირიდან მოკვეთეს.

ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთის საფეხბურთო ეროვნული ნაკრები ვეღარ მიიღებს მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის შეხვედრებში, რომელიც მარტშია დაგეგმილი.

ამის გარდა, ევროპა ლიგიდან მოკვეთილია ერთადერთი რუსული კლუბი, რომელიც გათამაშების ამ სტადიამდე მივიდა - მოსკოვის "სპარტაკი", რომელსაც თავისი მომავალი მეტოქე ცოტა ხნის წინ უნდა გაეგო.

რუსეთის წინააღმდეგ არსებული რეგულაციები არის პასუხი უკრაინაში დატრიალებული საომარი ქმედებების მიმართებაში. დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, რუსეთის ქმედებებს ფიფა და უეფაც გმობს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთთან თამაშზე უარი თავდაპირველად განაცხადეს პოლონეთმა, შვედეთმა და ჩეხეთმა. მოგვიანებით მათ ინგლისი, შვეიცარია, უელსი და ირლანდია შეუერთდა.