ავტორიზაცია

მოსკოვის სპარტაკი: "ჩვენი გუნდის ძალისხმევა სპორტისგან მაქსიმალურად შორს მყოფი მიზეზების გამო გადაიხაზა"

მოსკოვის სპარტაკი: "ჩვენი გუნდის ძალისხმევა სპორტისგან მაქსიმალურად შორს მყოფი მიზეზების გამო გადაიხაზა"
თარიღი 28 თებ 2022, 23:13

მოსკოვის "სპარტაკი" უეფასა და ფიფას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც რუსული გუნდი ევროპა ლიგიდან ჩაიხსნა.

"ფიფასა და უეფას გადაწყვეტილებამ, ცხადია, გაგვანაწყენა, თუმცა მოსალოდნელი იყო. სამწუხაროდ, ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩვენი გუნდის ძალისხმევა სპორტისგან მაქსიმალურად შორს მყოფი მიზეზების გამო გადაიხაზა".

"სპარტაკს" მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მთელ მსოფლიოში. ჩვენი წარმატება და წარუმატებლობა ათეულობით ქვეყნის ხალხს აერთიანებს. ყველაზე რთულ დროსაც კი, კლუბის თვალსაზრისით, სპორტმა ხიდები უნდა ააგოს და არა დაწვას".

"მიღებულ იქნა სხვა გადაწყვეტილება, რომელსაც არ ვეთანხმებით, მაგრამ იძულებულნი ვართ დავემორჩილოთ".

"სპარტაკი" რუსეთის ჩემპიონატსა და ქვეყნის თასზე ასპარეზობაზე გაამახვილებს ყურადღებას. მშვიდობის სწრაფად მიღწევას ვიმედოვნებთ, რომელიც ყველას სჭირდება", - განაცხადა დიმიტრი ზელენოვმა, "სპარტაკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

მოგეხსენებათ, ევროპა ლიგის 1/8 ფინალში "სპარტაკი" "ლაიფციგს" უნდა შეხვედროდა, მატჩები 10 და 17 მარტს იყო დაგეგმილი.