ასენსიომ ზაფხულში შესაძლოა რეალი დატოვოს და ორი სერიოზული მსურველი ჰყავს

"იუვენტუსი" და "მილანი" "რეალის" შემტევი ნახევარმცველის, მარკო ასენსიოს თამაშს აკვირდებიან, იტყობინება ცნობილი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo.
სერია ა-ს გრანდები 26 წლის ფეხბურთელის ხელში ჩაგდებას 2022 წლის ზაფხულში აპირებენ.
ცნობისთვის, ასენსიოს მადრიდულ გრანდთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
როგორც აქამდე გახდა ცნობილი, მარკოს "რეალში" დარჩენა უნდა, მაგრამ ხელფასის გაზრდას ითხოვს. "სამეფო კლუბი" მას 4-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, იგივე ანაზღაურებით - წლიურად 4,5 მილიონი ევრო, კიდევ 1.5 მილიონი კი ბონუსებით იქნება გათვალისწინებული.
2021/22 წლების სეზონში ასენსიომ ყველა ტურნირზე ერთად "ბლანკოსის" მაისურით 29 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი გააკეთა.