ავტორიზაცია

ფოტო: ტირასპოლის შერიფის მწვრთნელი უკრაინაში ომში წავიდა!

ფოტო: ტირასპოლის შერიფის მწვრთნელი უკრაინაში ომში წავიდა!
თარიღი 01 Mar 2022, 01:36

ტირასპოლის შერიფის 56 წლის უკრაინელი მწვრთნელი იური ვერნიდუბი გუნდს გაეთავისუფლა, რათა სამშობლოში ომში ჩასართველად წასულიყო.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემები ავრცელებენ და წერენ, რომ ახლა 56 წლის სპეციალისტი იარაღით მის სამშობლოს ზაპოროჟიეში იცავს.

იური ვერნიდუბი ტირასპოლის შერიფის მთავარ მწვრთნელად 2021 წლის ზაფხულში დაინიშნა. უკრაინელმა მწვრთნელმა შეძლო სასწაული და გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა, სადაც მადრიდის რეალს და დონეცკის შახტარსაც მოუგეს.

რუსეთმა უკრაინის მიმართ საომარი მოქმედებები 24 თებერვლიდან დაიწყო და ომი მას შემდეგ მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.