ლეგიონერები რუსეთიდან უფასოდ წამოვლენ? FIFApro-ს ინიციატივა ფიფას
პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ასოციაციამ ფიფას მიმართა წინადადების, რუსეთის ჩემპიონატში ყველა ლეგიონერმა კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.
"ფიფას ამის გაკეთებისკენ მოვუწოდეთ და ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. მზარდი კონფლიქტი გვეჩვენება იმის სერიოზულ საბაბად, რომ ლეგიონერებს შეეძლოთ მათი კლუბების უფასოდ დატოვება. ამჟამად ფიფასთან ამაზე ვსაუბრობთ.
ორი წლის წინ ფიფამ დროებით შეცვალა ტრანსფერის წესები კორონავირუსის გამო. ფიფას ხელმძღვანელებს შეუძლიათ საგანგებო სიტუაციებში წესების კორექტირება, რაც მაშინაც დადასტურდა. გვჯერა, რომ ფეხბურთელებს უნდა მიეცეთ ქვეყნის დატოვების თავისუფლება", - ციტირებს Voetbal International FIFPro-ს საბჭოს წევრის, ლუის ევერარდის სიტყვებს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში ამჟამად რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი თამაშობს. მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი), ჯიმი ტაბიძე (უფა), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი), გია გრიგალავა (ხიმკი), ლუკა წულუკიძე (ურალი), ლუკა გაგნიძე (ურალი), ილია ბერიაშვილი (როტორი), ბექა ქავთარაძე (როტორი).
რუსეთმა უკრაინის მიმართ საომარი მოქმედებები 24 თებერვლიდან დაიწყო და ომი მას შემდეგ მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.