ავტორიზაცია

უკრაინული კლუბების ბრაზილიელმა ფეხბურთელებმა ქვეყნის დატოვება წარმატებით მოახერხეს

უკრაინული კლუბების ბრაზილიელმა ფეხბურთელებმა ქვეყნის დატოვება წარმატებით მოახერხეს
თარიღი 01 მარ 2022, 14:03

უკრაინული „შახტარის“ და „დინამო კიევის“ ბრაზილიელმა ფეხბურთელებმა უკრაინა ოჯახებთან ერთად დატოვეს.

საომარი ქმედებების დაწყების შემდეგ, ბრაზილიელები დახმარებას ბრაზილიის მთავრობას სთხოვდნენ, რადგან დაკეტილი ცის გამო, ისინი სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ.

კვირას, 27 თებერვალს, ფეხბურთელები ოჯახებთან ერთად კიევიდან საზღვრის მიმართულებით გაემგზავრნენ, ამჟამად ისინი რუმინეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

ფეხბურთელების ევაკუაცია უეფას პრეზიდენტის, ალექსანდრ ჩეფერინის, უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტის, ანდრეი პაველკოს და მოლდოვეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლეონიდ ოლეინიჩენკოს დახმარებით გახდა შესაძლებელი.