ავტორიზაცია

მანჩესტერი, ტოტენჰემი და ნიუკასლი პორტუგალიის ჩემპიონისთვის იბრძოლებენ

მანჩესტერი, ტოტენჰემი და ნიუკასლი პორტუგალიის ჩემპიონისთვის იბრძოლებენ
თარიღი 01 მარ 2022, 16:38

„მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ტოტენჰემი“ პორტუგალიის ჩემპიონის, ლისაბონის „სპორტინგის“ ნახევარმცველით ინტერესდებიან.

პორტუგალიური გამოცემა Record-ის ინფორმაციით, ჟოაუ პალინია პრემიერ ლიგის გუნდების ინტერესთა სფეროში მოექცა - ხსენებული ორი გრანდის გარდა, ფეხბურთელით „ნიუკასლიც“ ინტერესდება.

26 წლის პალინია „სპორტინგის“ სტრუქტურაში 2013 წლიდან იმყოფება. ამ სეზონში მან 30 მატჩში 3 გოლი მიითვალა, პორტუგალიის ჩემპიონთან კონტრაქტი კი 2026 წლამდე აკავშირებს.

პორტალი Transfermarkt ფეხბურთელს ამჟამად 26 მილიონ ევროდ აფასებს.