ავტორიზაცია

Adidas-მა რუსეთის საფეხბურთო კავშირთან კონტრაქტი გაწყვიტა!

Adidas-მა რუსეთის საფეხბურთო კავშირთან კონტრაქტი გაწყვიტა!
თარიღი 01 მარ 2022, 17:43

ცნობილმა გერმანულმა ბრენდმა Adidas-მა რუსეთის საფეხბურთო კავშირთან თანამშრომლობა გაწყვიტა.

ამის შესახებ ავტორიტეტული გამოცემა The Financial Times იტყობინება. ასეთი გადაწყვეტილება კომპანიამ რუსეთის მიერ უკრაინაში საომარი ქმედებების წამოწყების გამო მიიღო.

„ადიდასი რუსეთის საფეხბურთო კავშირთან თანამშრომლობას აჩერებს. გადაწყვეტილება ძალაში დაუყონებლივ შედის.“ - ციტირებს Financial Times „ადიდასის“ განცხადებას. 

ცნობისთვის, რუსეთის საფეხბურთო კავშირის მთავარი სპონსორი სწორედ ადიდასი იყო და ფორმებსაც ის უკერავდა. 

ეს არ არის ერთადერთი სანქცია, რომელმაც რუსული სპორტი მისივე ქვეყნის აგრესიულობამ დააზარალა - გუშინ უეფამ და ფიფამ ერთად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რუსეთის ნაკრებიც და რუსული კლუბებიც ყველა საერთაშორისო ტურნირიდან მოკვეთონ, მათ შორის - მსოფლიო ჩემპიონატიდანაც.