გაირკვა, თუ რამდენი გადაუხადა მანჩესტერმა სოლსკიაერსა და მის სამწვრთნელო შტაბს კომპენსაციის სახით

ცნობილი გახდა, თუ რამდენი მილიონი გადაუხადა "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელ ოლე-გუნარ სოლსკიაერს კომპენსაციის სახით.
აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა Goal.com-ი ავრცელებს.
ასე და ამგვარად, 49 წლის ნორვეგიელმა სპეციალისტმა "ეშმაკუნებისგან" კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტისთვის 7 მილიონი ფუნტი მიიღო, ხოლო მისმა სამწვრთნელო შტაბმა - 3 მილიონი.
მოგეხსენებათ, მანიკუნიანელთა ხელმძღვანელობამ სოლსკიაერი, რომელიც "იუნაიტედს" 2018 წლის დეკემბრიდან ედგა სათავეში, გასული წლის ნოემბერში გაათავისუფლა.
ოლე-გუნარი "ემიუს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე რალფ რანგნიკმა ჩაანაცვლა, ამ უკანასკნელმა კლუბთან მიმდინარე სეზონის ბოლომდე გათვლილ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.