ავტორიზაცია

ელერდაისი: "მანჩესტერ იუნაიტედს ჰოლანდი რომ ეყიდა, სოლსკიაერი დღემდე იქ იმუშავებდა"

ელერდაისი: "მანჩესტერ იუნაიტედს ჰოლანდი რომ ეყიდა, სოლსკიაერი დღემდე იქ იმუშავებდა"
თარიღი 29 Jan 2022, 20:31

"ვესტ ბრომვიჩის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, სემ ელერდაისი ფიქრობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" "დორტმუნდის" თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი უნდა ეყიდა.

"ჯერ კიდევ ვფიქრობ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ჰოლანდი რომ დაემატებინა, ოლე-გუნარ სოლსკიაერი დღემდე იქ იმუშავებდა".

"და ის, თუ რატომ თქვა "ემიუმ" მისთვის ბრძოლაზე უარი, ჩემთვის გაუგებარია მას შემდეგ, რაც ეს მოხდა. ოლე კი მასთან მუშაობდა".

"სავარაუდოდ, ყველაფერი ფინანსებზე გახლდათ დამოკიდებული, თუმცა ამ შემთხვევაში ეს ყველაზე დიდი შეცდომაა, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედმა" დაუშვა და არა ოლემ".

"ვფიქრობ, ოლე დღემდე "ემიუში" იმუშავებდა, კლუბს ჰოლანდი რომ დაემატებინა", - ციტირებს ელერდაისის სიტყვებს Goal.com-ი.