ავტორიზაცია

ლევანდოვსკი მზადაა ბაიერნთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს, თუმცა ერთ შემთხვევაში მიუნხენს დატოვებს

ლევანდოვსკი მზადაა ბაიერნთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს, თუმცა ერთ შემთხვევაში მიუნხენს დატოვებს
თარიღი 02 Mar 2022, 14:27

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შესაძლოა მიუნხენური გრანდის რიგები დატოვოს.

როგორც ავტორიტეტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, 33 წლის პოლონელს "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, "ბაიერნის" წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში გუნდის ლიდერის აგენტთან შეხვედრას გამართავენ.

მიუხედავად ამისა, თუ კლუბის მიერ შეთავაზებული წინადადება ლევანდოვსკის ვერ დააკმაყოფილებს, მაშინ ეს უკანასკნელი მზად იქნება ზაფხულში გუნდიდან წავიდეს.

აღსანიშნავია, რომ რობერტს მიუნხენურ გრანდთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ ყველა ტურნირზე ერთად "რეკორდმაისტერის" მაისურით 33 მატჩი ჩაატარა, 39 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.