"არასრულწლოვანი ნაძირალა" - ირაკლი კვეკვესკირი მიკოლენკოს განცხადებას გამოეხმაურა

რუსული სკა ხაბაროვსკის 31 წლის ქართველი ნახევარმცველი ირაკლი კვეკვესკირი ევერტონის უკრაინელი მცველის ვიტალი მიკოლენკოს განცხადებას გამოეხმაურა.
22 წლის უკრაინელმა მცველმა ზენიტის რუს ფორვარდს, არტიომ ძიუბას მიმართა: 'შე ბ*ზო სანამ ჩუმად რჩები შენს მდაბიო თანაგუნდელებთან ერთად, მშვიდობიან მოსახლეობას კლავენ უკრაინაში. ცხოვრების დარჩენილ ნაწილს მიწისქვეშ გაატარებ შენს შვილებთა ერთად. მე ამით კმაყოფილი ვიქნები. არასოდეს გაპატიებთ ''ქათმებო''.
"არასრულწლოვანი ნაძირალა" - წერს ირაკლი კვეკვესკირი სოციალურ ქსელში.
ირაკლი კვეკვესკირს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ფლობს ქართულ და რუსულ პასპორტსაც. 31 წლის ნახევარმცველს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებშ 2 მატჩი აქვს ჩატარებული.
რუსეთმა უკრაინის მიმართ საომარი მოქმედებები 24 თებერვლიდან დაიწყო და ომი მას შემდეგ მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.