ავტორიზაცია

ვერნერს სერიოზული მსურველი გამოუჩნდა, ჩელსი მზად არის ტრანსფერი განიხილოს

ვერნერს სერიოზული მსურველი გამოუჩნდა, ჩელსი მზად არის ტრანსფერი განიხილოს
თარიღი 02 მარ 2022, 15:13

ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელი, ტიმო ვერნერი შესაძლოა ბუნდესლიგაში დაბრუნდეს, წერს Sky Sport Deutschland-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის გერმანელის შეძენის შესაძლებლობას "დორტმუნდი" განიხილავს.

კონკრეტული მოლაპარაკებები ჯერ არ ყოფილა, თუმცა ბორუსიელებს ვერნერის აგენტ ფოლკერ შტრუტთან კარგი ურთიერთობა აქვთ.

მიუხედავად ამისა, ტრანსფერს ხელი შესაძლოა ფინანსურმა ფაქტორმა შეუშალოს - ვერნერს "არისტოკრატები" წელიწადში თითქმის 16 მილიონ ევროს უხდიან, რაც "დორტმუნდისთვის" არაამქვეყნიური ხელფასია.

როგორც აღინიშნება, "ჩელსი" არ აპირებს ტიმო სხვა კლუბებს შესთავაზოს, მაგრამ მზად არის მისი ტრანსფერი განიხილოს.

მიმდინარე სეზონში ვერნერმა ყველა ტურნირზე ერთად 23 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.