ავტორიზაცია

ვერნერი: "გვჯერა, რომ პრემიერ ლიგაში სიტუაცია მალევე შემობრუნდება"

ვერნერი: "გვჯერა, რომ პრემიერ ლიგაში სიტუაცია მალევე შემობრუნდება"
თარიღი 19 იან 2022, 16:33

„ჩელსის“ ფორვარდმა ტიმო ვერნერმა ამ სეზონში ტიტულებისთვის ბრძოლაზე ისაუბრა.

„გვჯერა, რომ პრემიერ ლიგაში ყველაფერი შეიძლება ძალიან სწრაფად შემოტრიალდეს, თუმცა ვხვდებით, რამდენად კარგია „სიტი“, განსაკუთრებით ჩემპიონატში. თანაც, როცა მათ ამხელა უპირატესობა აქვთ, მათი დაწევა ადვილი ვერ იქნება.

თუმცა, ამ სეზონში კიდევ გვაქვს ტურნირები, რომლისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ - ჩემპიონთა ლიგაზე ვართ, ლიგის თასის ფინალში გავედით და ინგლისის თასზეც გვაქვს შანსები. წინ არის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატიც. შესაბამისად, წელსვე ტიტულების მოგების არაერთი შანსი ჯერ კიდევ იქნება, ამიტომ დროა, თავი ჩავღუნოთ და ვიშრომოთ.“ - ციტირებს ვერნერის სიტყვებს „ჩელსის“ პრესსამსახური.

ამ მომენტისთვის „ჩელსი“ ლიდერ „სიტის“ 12 ქულით ჩამორჩება და თანაც, „ქალაქელებს“ ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. პრემიერ ლიგაში ლონდონელები ზედიზედ 4 მატჩია ვერ იგებენ.