მილანი, დორტმუნდი და პრემიერ ლიგის კლუბები აიაქსის მცველისთვის იბრძვიან, თუმცა ფავორიტი ბარსელონაა
"მილანს" "აიაქსის" მარჯვენა მცველის, ნუსაირ მაზრაუის ხელში ჩაგდება უნდა, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება.
როგორც ცნობილი ჰოლანდიური გამოცემა De Telegraaf-ი იტყობინება, "როსონერი" ამსტერდამელთა ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და უკვე წინადადებითაც მიმართა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ, 24 წლის მაროკოელმა იტალიური გრანდი უარით გაისტუმრა.
გავრცელებული ინფორმაციით, მაზრაუისთვის ბრძოლაში ფავორიტი "ბარსელონაა", გარდა ამისა მისი ხელში ჩაგდება "დორტმუნდსაც" სურს.
ამასთანავე, "აიაქსის" უკანახაზელისადმი ინტერესს ინგლისური კლუბებიც იჩენენ, თუმცა თავად ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში გადასვლით დაინტერესებული არ არის.
მიმდინარე სეზონში მაზრაუიმ ყველა ტურნირზე ერთად 28 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.