შვეიცარიელი ბიზნესმენი: "დიახ, ჩელსის ყიდვა მინდა, მაგრამ აბრამოვიჩი ახლა ძალიან ბევრს ითხოვს"

შვეიცარიელმა ბიზნესმენმა, ჰანსიორგ ვისმა იმის შესახებ ისაუბრა, გეგმავს თუ არა ლონდონის "ჩელსის" ყიდვას, რომლის მფლობელიც რომან აბრამოვიჩია.
– გასულ შაბათს რომან აბრამოვიჩმა "ჩელსის" მმართველობა საქველმოქმედო ფონდს გადასცა
"აბრამოვიჩი პუტინის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი და მრჩეველია. პანიკაშია, სხვა ოლიგარქების მსგავსად. ცდილობს გაყიდოს ყველა თავისი ვილა ინგლისში, აგრეთვე რაც შეიძლება სწრაფად მოიცილოს "ჩელსი". სამშაბათს "ჩელსის" შეძენის შესახებ მე და კიდევ სამმა ადამიანმა წინადადება მივიღეთ".
"4-5 დღე უნდა მოვიცადო. ახლა აბრამოვიჩი ძალიან ბევრს ითხოვს. "ჩელსის" მისი ვალი აქვს, საუბარია 2 მილიარდ ფუნტზე, მაგრამ კლუბს ეს თანხა არ აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ადამიანი, ვინც "ჩელსის" შეიძენს, აბრამოვიჩს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს".
"ჯერჯერობით, ზუსტი თანხა არ ვიცით. "ჩელსიში" პარტნიორებთან ერთად ჩასვლა უკვე წარმომიდგენია. მაგრამ ჯერ ყველა ზოგადი პირობა უნდა შევისწავლო. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ამ ნაბიჯს მარტო არ გადავდგამ. თუ "ჩელსის" ვიყიდი, მაშინ კონსორციუმში 6-7 ინვესტორი იქნება", - ციტირებს ვისის სიტყვებს Blick-ი.