ბარსელონა და რეალი რასინგის 18 წლის ფეხბურთელისთვის იბრძოლებენ
„რეალი“ და „ბარსელონა“ რასინგის“ ესპანელი ფეხბურთელის, პაბლო ტორეს შეძენით ინტერესდებიან.
Marca-ს ინფორმაციით, კლუბებს 18 წლის ფეხბურთელის შეძენა სურთ, რომელიც ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრებში ასპარეზობს.
ხსენებული გამოცემა იუწყება, რომ ამ ეტაპზე მოლაპარაკებებში „ბარსელონა" „რეალზე" წინ დგას და ფეხბურთელის შეძენის უფრო კარგი შანსი აქვს.
თუმცა, „რეალის“ და „ბარსას“ გარდა, ტორეს გადაბირება სხვა კლუბებიც ინტერესდებიან და მის აგენტს დაუკავშირდნენ.
„რასინგთან“ შემტევ ნახევარმცველს კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, გასულ ზაფხულს მისი შეძენა „სოსიედადს“ სურდა.