VIDEO: ესეც პირველი შედეგიანი ქმედება! გიორგი ჩაკვეტაძის საგოლე პასი ჰამბურგში
გერმანიის თასის 1/4 ფინალში ჰამბურგი კარლსრუეს მასპინძლობს და მეორე ტაიმში 1-2 მარცხდება.
მასპინძლებმა ერთადერთი გოლი 52-ე წუთზე გაიტანეს. საგოლე პასი გლატცერს ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ მიაწოდა.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა გიორგი ჩაკვეტაძე ჰამბურგის სასტარტო შემადგენლობაში იყო. 22 წლის შემტევი მე-60 წუთზე გაიყვანეს.